19:10 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 14:27:09, 1537 ნახვა

საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, ამჟამად საავდმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგანაც 16 ახალია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 16 ახალია.

მისივე თქმით, ყველა მათგანს ანალიზები აუღეს, რომელთა პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

„დღეისთვის ინფექციურ საავადმყოფოში წევს სულ 35 პაციენტი. მათგან 16 ახალი პაციენტია. მათზე აღებულია ცხვირ-ხახიდან ნაცხი და გაგზავნილია გამოსაკვლევად. პასუხები დღის ბოლოს იქნება. იყო 20 გუშინდელი პაციენტი, რომელთა მასალაც გუშინ გამოსაკვლევად იყო გაგზავნილი. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ამ 20 უარყოფითი შემთხვევიდან 10-მა პაციენტმა ჩვენი კლინიკა უკვე დატოვა და საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი. 10 ჩვენთან რჩება, მაგრამ ისინიც საკარანტინო სივრცეშიც იქნებიან გადაყვანილი.

3 ინფიცირებული გვყავს კვლავინდებურად. ერთი მათგანის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც უსიმპტომო, ვინაიდან აბსოლუტურად არავითარი სიმპტომი არ აქვს. ხოლო ორი პაციენტის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც მსუბუქი, ვინაიდან მათ აქვთ ტემპერატურის მატება 37-37.1 და მცირე ხველა. ამ ეტაპზე ისინი არ საჭიროებენ რაიმე ინტენსიურ სამკურნალო ღონისძიებებს, იმყოფებიან მხოლოდ დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics