|
2020-03-03 14:15:33, 1623 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - დარწმუნებული ვარ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში მთავარია დროულად მოხდეს ადამიანების იდენტიფიცირება. „დილის მონაცემებით შესაძლო შემთხვევათა რიცხვი, რა თქმა უნდა, იზრდება. ის, ვინც ექვემდებარება გამოკვლევას უკვე 190-ს გადასცდა, მაგრამ ჯერჯერობით ვრჩებით 3 დადასტურებულ შემთხვევაზე. როდესაც შესაძლო შემთხვევათა რიცხვი იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ. თუ შესაძლო შემთხვევათა რიცხვი გაიზრდება, არ უნდა შეგვეშინდეს. მთავარია შევინარჩუნოთ ნაკლები დადასტურებული შემთხვევები. დარწმუნებული ვარ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები კიდევ იქნება და მთავარია ეს ადამიანები დროულად იყვნენ იდენტიფიცირებულები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)