|
2020-03-03 12:19:52, 1176 ნახვა
კომენტარი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი - ეჭვგარეშეა, რომ სომხეთისა და საქართველოს პარტნიორობა ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის გარანტიაა
„ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა არს ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობანი გარანტია“ - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და ამას ალტერნატივა არ აქვს. „სიხარულით გავისვით ხაზი, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გასული წლის ივნისში ერევანში ჩატარდა მთავრობათშორისი სხდომა. ვისაუბრეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვადასხვა სფეროს პერსპექტივაზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობას. საუბარია არამხოლოდ სახმელეთო მარშრუტებზე, არამედ ელექტროენერგიულ და ტელეკომუნიკაციურ კავშირებზე. მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რომლებიც მაღალტექნოლოგიებს, განათლებასა და მეცნიერებას ეხება. შევეხეთ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და მ შვიდობას. ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ საქართველოს პარტნიორობა არს ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობანი გარანტია. მინდა ღრმა რწმენა გამოვხატო, რომ რეგიონალური საკითხების მოგვარების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია და ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)