|
2020-03-03 11:59:00, 1082 ნახვა
საზოგადოება
პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა
პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით შეხვედრები რეგიონებში გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნების მინისტრი ტიტე აროშიძე ბათუმსა და ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის მაღალი სტანდარტი და ნარჩენების მართვის სტრატეგია აქვს. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მაქსიმალური შემცირება და სავაჭრო ქსელებიდან ამოღება. სწორედ ამ მიზნით ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონების მასშტაბით. ჩვენი მიზანია საკითხს კომპლექსურად მივუდგეთ და მუშაობა გავააქტიუროთ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევებზე კონტროლს პარკების რეალიზაციისას ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, იმპორტისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, ხოლო წარმოებისას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს პლასტიკის პარკების მაქსიმალური შემცირება და მათი ბიოდეგრადირებადი პაკებით ჩანაცვლება, რადგან პლასტიკის პარკები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმები განიხილეს. ამასთან, რეგლამენტის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ტექნიკური რეგლამენტის დეტალებსა და მონიტორინგის სისტემების აღსრულების გზებზე იმსჯელეს. შეხვედრას ბათუმისა და ქობულეთის მერიისა და საკრებულოების, აჭარის გარემოს დაცვის სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)