|
2020-03-02 14:19:04, 979 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო, ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირსუსის გავლენის შესახებ ინფორმაციას, საკოორდინაციო საბჭოს მომავალ სხდომაზე წარადგენს
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკაზე გამოწვეული ეფექტის დაანგარიშებაზე, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ სხდომაზე წარუდგენს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რა პოტენციური გავლენა შეიძლება მოახდინოს კორონავირუსის გავრცელებამ ქართულ ეკონომიკაზე. „საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია არსებული ტენდენციების შესახებ. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ეფექტი უკვე თვალსაჩინოა მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თავად ვირუსის სეზონურობასა და გავრცელების არეალზე", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. ამასთან, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მითითების შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზა," პრევენციის მიზნით, რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში სადეზინფექციო სამუშაოებს განახორციელებს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)