08:48 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 12:23:16, 1544 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - იმის მცდელობა, რომ დღეს ოპოზიციისთვის 40%-იანი პრინციპი მიუღებელია, პოლიტიკური სპეკულაციაა

„იმის მცდელობა, რომ დღეს 40%-იანი პრინციპი ოპოზიციისთვის მიუღებელია, პოლიტიკური სპეკულაციაა, ვინაიდან სწორედ ოპოზიცია ითხოვდა პრინციპულად 40%-იანი ბარიერის დაწესებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებები არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც მოლაპარაკებების პერიოდში არსებობდა.

„მედიაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებს ოპოზიციის ერთეული წევრების მხრიდან, რომლებსაც სურთ, თავი ყველაზე ძლიერებად და პირველებად წარმოაჩინონ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირველ რიგში, განცხადებები არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც ამ მოლაპარაკებების პერიოდში გვქონდა, რადგან დეტალებზე ოფიციალურად არ ვსაუბრობთ შემდეგი დიალოგის დანიშვნამდე.

იმის მცდელობა, რომ თითქოს დღეს 40%-იანი პრინციპი მათთვის მიუღებელია, ესეც არის პოლიტიკური სპეკულაცია, ვინაიდან სწორედ ოპოზიცია ითხოვდა პრინციპულად 40%-იანი ბარიერის დაწესებას. ეს არა ჩვენი შეთავაზება, არამედ ჩვენი ნაბიჯი იყო, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით ვინმემ უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გვქონდა 40%-ზე მაღალი შედეგი და ვფიქრობთ მომავალ არჩევნებშიც მივიღებთ უფრო მეტს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics