08:48 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-02 11:35:21, 1254 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს ყველა ის ძირითადი პირობა, რომელზეც შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია

„დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს ყველა ის ძირითადი პირობა, რომელზეც შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია“, - ამის შესახებ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შესახებ,  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის ერთი ნაწილისგან მოლაპარაკებების საკითხზე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას მიესალმება.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს და დიპლომატიურ კორპუსს. ამ მომენტისთვის, ხელისუფლების მხრიდან ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულია სამართლიანი შეთავაზებები და გადადგმულია ნაბიჯები. ისევე როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდანაც ჩვენ ვხედავთ კონტრუქციულ დამოკიდებულებას და ამას მივესალმებით. დარქმუნებული ვარ, თუ ოპოზიციას რეალურად სურს დემოკრატიული არჩევნები, სურთ შეთანხმება და არ აქვთ სხვა გეგმა, რომელზეც განმარტებების მიცემა მოუწევთ საზოგადოებითვის, თუ ჩაშლიან ამ მოლაპარაკებას, მაშინ დღეს მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს ყველა ის ძირითადი პირობა, რომელზეც შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია. ჩვენ აშშ-თან, ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან ერთად მხარს ვუჭერთ დიალოგის წარმატებით დასრულებას და მზად ვართ ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი. დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები ნამდვილად მოიგებენ და ის ვინც წააგებს, ნამდვილად, ობიექტურად წააგებს. ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ ყველა იმდენ მხარდაჭერას მიიღებს, რამდენსაც რეალურად იმსახურებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics