19:49 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-01 21:02:09, 1745 ნახვა

საზოგადოება
აეროპორტებში დამატებით საკარანტინო სივრცეები მოეწყო

აეროპორტებში დამატებით საკარანტინო სივრცეები მოეწყო - ამის შესახებ დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

საერთაშორისო აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიებზე კარვების ტიპის საკარანტინო სივრცეების მოწყობა მგზავრთა დაყოვნების მიზნით განსაზღვრულ ლოკაციებს მიეკუთვნება. იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტში მგზავრთა ჯგუფის ერთიანი იზოლაციის საჭიროება დადგა, ტერიტორიებზე მობილიზებულია სპეციალური კარვები, სადაც ადგილზე მყოფი ეპიდემიოლოგები მათთან ღრმა ინტერვიუირებასა და შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას სხვა მგზავრებისგან იზოლირებულ გარემოში მოახდენენ. საკარანტინო სივრცეებში ადამიანთა დაყოვნება მათ სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების განსაზღვრამდე მოხდება.

„შესაძლოა იყოს გზავრთა ჯგუფი, რომელიც მთლიანად საჭიროებდეს საკარანტინო ზონაში გადაყვანას. იმისათვის, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად შევძლოთ სხვა მგზავრებისგან იზოლირებულ გარემოში მათი გამოკითხვა, საკონტაქტო ინფორმაციების შეგროვება, მოგზაურობის ისტორიების აღრიცხვა თუ სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათი დაყოვნება მოხდება საკარვო სივრცეებში“ - განმარტა ამირან გოგიტიძემ.

საქართველოს ყველა სასაზღვრო პუნქტზე მგზავრთა სამედიცინო შემოწმება საგანგებო რეჟიმში გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics