08:48 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-01 19:04:44, 1702 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართულია პარლამენტი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობით, გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია და ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს.

„გუშინდელი დღის შემდეგ, ვირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე რჩება ინფიცირებული 3 პაციენტი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვითარება კონტროლირებადია. ყველა პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, პრემიერის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად იკრიბება და ხდება ყველა სავარაუდო სცენარის განხილვა. პარლამენტი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობით  ჩართულია საბჭოს მუშაობაში. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ინფორმაცია და ვფიქრობ, საპანიკო არაფერია, თუმცა მნიშვნელოვანია, სიფრთხილე და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მორიგი სხდომა გამართა. არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით უწყებათაშორისი საბჭო მთავრობის მეთაურთან ინტენსიურ რეჟიმში იკრიბება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics