|
2020-03-01 15:43:00, 1567 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე: გუშინ გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსი არცერთს დაუდგინდა
დაავადებათაკ ონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინ, 29 თებერვალს გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არცერთს არ დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 24 ნიმუშია გაგზავნილი, რომელთა პასუხიც დღის განმავლობაში იქნება. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსული ინფექციის მხოლოდ 3 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სულ საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირების 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვეული. რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები 97 000-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა სერიოზულად მომატებულია სამხეთ კორეაში. იტალიაში კი ინფიცირების შმეთხვევები უკვე გადასცდა 1000-ს. ამირან გამყრელიძის თქმით, გლობალურად კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთლებულთა რაოდენობამ 43 000ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2 900-ს აღწევს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)