|
2020-02-28 12:05:53, 970 ნახვა
საზოგადოება
DRI - ცხინვალში კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებს დევნიან
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა გრძელდება. მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად სასამართლოში განიხილება „ცილისწამების საქმე“ ჟურნლისტ ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ. ქელეხსაევა „ეხო კავკაზ-ის“ ფრილანსერი და უნივერსიტეტის ლექტორია. ჟურნალისტს სწორედ „ეხო კავკაზზე“ გამოქვეყნებული მასალის გამო ედავებიან. 2019 წლის შემოდგომაზე, ცხინვალის ციხეში პატიმრებმა არაადამიანურ მოპყრობაზე დაიჩივლეს. მართალია, ე.წ. პარლამენტის დეპუტატების ჩარევის შემდეგ, ციხეში პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჩივრის დამწერ ექვს ადამიანს ციხეში სასტიკად სცემეს. 2019 წლის 22 ნოემბერს „ეხო კავკაზ-ის“ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ქელეხსაევამ დაწერა, რომ ცემას იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა, მინისტრის გვარის მითითების გარეშე. ამის საპასუხოდ, ლალიევამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა. გარდა ამისა, დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი ქელეხსაევასგან „ცილისწამების“ გამო 500 000 რუსული რუბლის გადახდას მოითხოვს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებით, ქელეხსაევას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება შესაძლოა, „ეხო კავკაზ-ს“ უკავშირდებოდეს, რომელიც რეგიონში ობიექტური ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყაროა. საყურადღებოა, რომ ირინა ქელეხსაევა გასულ წელს, ადგილობრივი რადიოდან დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის გამო გაათავისუფლეს. მაშინ საქმე ეხებოდა ანატოლი ბიბილოვის და ერთ-ერთი ბიზნესმენის დაპირისპირებას, რაზეც ქელეხსაევამ ღიად ისაუბრა. ამის შემდეგ მის მიმართ მუქარებმა იმატა. არსებობს ინფორმაციაც, რომ რამდენიმე ადამიანი შეესწრო, როგორ ემუქრებოდნენ ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალყური მიადევნონ ირინა ქელეხსაევას საქმეს, ვინაიდან იგი თავისი რეალური მოტივით, შესაძლოა ახალგორელი აქტივისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის თამარ მეარაყიშვილის საქმის მსგავსი იყოს, რომელიც სწორედ კრიტიკული მოსაზრებების გავრცელების გამო იდევნება.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)