2020-02-28 12:00:23, 2288 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე 2020-ის არჩევნებზე - ჩვენ არა 40%-ის, არამედ 50%-ზე მეტის მიღებას ვგეგმავთ
„ჩვენ არა 40%-ის ფარგლებში, არამედ 50%-ზე მეტის მიღებას ვგეგმავთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თანახმაა მათი ოპონენტების შეთავაზებაზე, რომ მთავრობის დასაკომპლექტებლად მმართველმა გუნდმა საპარლამენტო არჩევნებში ხმების 40%-ზე მეტი უნდა მიიღოს.
„ჩვენ არა 40%-ის ფარგლებში, არამედ 50%-ზე მეტის მიღებას ვგეგმავთ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთან დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა, მაგრამ რადგან ოპონენტები ამბობენ, რომ 40%-ზე მეტი მაინც უნდა ჰქონდეს მმართველ გუნდს, რომელსაც აქვს პრეტენზია დააკომპლექტოს მთავრობა კი ბატონო. ჩვენ ამაზე დაუფიქრებლად ვთანხმდებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,