08:47 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 22:26:32, 1920 ნახვა

პოლიტიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში  სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და  შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან,  ალი ასადოვთან და  ეკონომიკის მინისტრთან  მიქაელ ჯაბაროვთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორული ურთიერთობები ენერგეტიკის სფეროში და მათი სამომავლო პერსპექტივები.

სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს  რამდენიმე, მათ შორის ევროპის ქვეყნების (იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, თურქეთი და ა.შ.) ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე შესაბამისი უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები (BP AGT; TANAP ; ICGB AD და აშ.) დაესწრებიან. მინისტერიალის ფარგლებში  გაიმართება რამდენიმე სესია და პანელი, სადაც საუბარი წარიმართება რეგიონული თანამშრომლობის და მსხვილი, სტრატეგიული ენერგოპროექტების მიმდინარეობის გარშემო. მინისტერიალის ერთ-ერთი წამყვანი თემა, ევროპული ბაზრის საიმედო, უსაფრთხო ენერგომომარაგების მიზნით ენერგორესურსების მწარმოებელ, სატრანზიტო და მომხმარებელ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება იქნება. მინისტერიალის ბოლოს გაფორმდება შესაბამისი დეკლარაცია.

ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს სესიაში: „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები".

საქართველოს დელეგაციაში ნათია თურნავასთან ერთად არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ექსპერტი აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში გიორგი ვაშაყმაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორი  გივი ბახტაძე; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან კანკავა; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ოლეგ ბიჭიაშვილი;  სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორის მრჩეველი დავით ონიანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics