19:40 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 18:19:24, 1629 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 ადამიანი გადაიყვანეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 8 ახალი პაციენტი შეიყვანეს. როგორც ცნობილია, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

დღეს ისინი იტალიიდან და ირანიდან ჩამოვიდნენ. წინასწარი მონაცემებით, მათ კორონავირუსი არ აღენიშნებათ.

როგორ მედიისთვის გახდა ცნობილია, ბოქსირებული პალატები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ პაციენტებს ტუბერკულოზის ეროვნულ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ინფექციური საავადმყოფო ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ირანის მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბოლო მონაცემებით ირანელი მოქალაქე თავს კარგად გრძნობს. მას არანაირი ჩივილები არ აქვს. უბრალოდ დადასტურებული აქვს კორონავირუსით ინფიცირება, მაგრამ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება შემოსულ დანარჩენ პაციენტებს ამჟამად მძიმე არც ერთი არაა. უბრალოდ არიან ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით ითვლებიან შესაძლო შემთხვევად“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფო ბოოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics