17:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 15:51:44, 1440 ნახვა

კომენტარი
ბოკერია საარჩევნო სისტემაზე - ივანივილის, მისი სპიკერისა და კლოუნისგან ვერ ვხედავ, რომ პოზიციის შეცვლის აუცილებლობას ხვდებიან

„მე ივანიშვილისგან ჯერ კიდევ ვერ ვხედავ საქმის არსებით გააზრებას, მერე უკვე მისი სხვადასხვა პოლიტიკური სპიკერისგან თუ კლოუნისგან, რომ უნდა შეიცვალონ პოზიცია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის პოზიცია და მოთხოვნა იგივეა.

„მე ივანიშვილისგან ჯერ კიდევ ვერ ვხედავ საქმის არსებით გააზრებას, მერე უკვე მისი სხვადასხვა პოლიტიკური სპიკერისგან თუ კლოუნისგან, რომ უნდა შეიცვალონ პოზიცია.  ვიტყარება არანაირად არ შეცვლილა. ვენი პოზიცია არის იგივე. გავრისკავ და ვიტყვი, რომ მთლიან ოპოზიციას ორი საერთო, უცვლელი კომპონენტი გვაქვს: ერთია პოლიტიკური დევნის შეჩერება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მეორეა, საარჩევო სისტემაზე ისეთი კომპრომისი, რომელიც საზოგადოების დაკვეთას პასუხობს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის ელჩის სახლში გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის სამ საათიანი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა არაფორმალურ სახეს ატარებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics