08:47 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 12:43:50, 1502 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო თბილისში - ყირიმის ოკუპაციიდან ექვსი წლის თავზე, რუსეთი უკანონობის ლეგიტიმაციას აგრძელებს

,,ყირიმის ოკუპაციიდან ექვსი წლის თავზე რუსეთი აგრძელებს ფუჭ მცდელობას ტყუილებსა და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს უკანონობის ლეგიტიმაცია", - ამის შესახებ აშშ-ს საელჩო თბილისში სოციალურ ქსელში წერს.

საელჩო აღნიშნავს, რომ მსოფლიო რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროპორციულ შეჭრას, არასდროს დაივიწყებს.

,,ყირიმის ოკუპაციიდან ექვსი წლის თავზე რუსეთი აგრძელებს ფუჭ მცდელობას ტყუილებსა და დეზინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინოს უკანონობის ლეგიტიმაცია. მსოფლიო არასდროს დაივიწყებს რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრას. შეერთებული შტატები გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს ყირიმში და უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის დონბასში მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს", - წერს საელჩო.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ აშშ მანამ გააგრძელებს რუსეთის მიმართ სანქციებს, სანამ ყირიმზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს.

,,შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებს სანამ უკრაინას ყირიმზე კონტროლს არ დაუბრუნებს და სრულად არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს", - წერს აშშ-ს საელჩო თბილისში.

ცნობისთვის, დღეს 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics