20:34 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 11:56:36, 1041 ნახვა

საზოგადოება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონული შეხვედრა ამბროლაურში ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს  ყველა რეგიონების  თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით  შეხვედრა ამბროლაურში ჩატარდა.

მონაწილეებს  სიტყვით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  რეგიონის  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოს დირექტორის პირველმა   მოადგილემ ოთარ შამუგიამ მიმართეს.

ოთარ შამუგიამ  სიტყვით გამოსვლისას  რეგიონებში გამართული შეხვედრები შეაჯამა და სახელმწიფო პროექტებში ფერმერების ინფორმირებისათვის  თვითმმართველობის ჩართულობის  მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების  წარმომადგენლებმა  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.    

შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics