20:34 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 10:43:04, 1052 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე ინფექციებთან ბრძოლის მზაობა ქვეყანაში მაღალია

,,შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე მზაობა ინფეციებთან ბრძოლის ქვეყანაში ბევრად მაღალია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირეტორმა ამირან გამყრელიძემ გამაცხადა.

მისი თქმით, ელოდნენ ვირუსის გავრცელებას და შესაბამისი ზომები თავიდანვე მიიღეს.

„მოგეხსენებათ, ეს გახლავთ მესამე დიდი ეპიდაფეთქება ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსული ინფექციით. თვითონ კორონავირუსი გახლავთ ვირუსი, რომელიც გადადის ცხოველებიდან და ფრინველებიდან ადამიანზე. ეს გახლავთ მესამე ე.წ. ახალი კორონავირუსი. პირველი ეპიდაფეთქება იყო 2003 წელს, ომელმაც გამოიწვია 8 000-მდე ადამიანის დაზიანება და როდესაც 9-დან 10% იყო ლეტალობა, ანუ გარდაცვალება. მეორე გახლდათ 2012 წელს, ე.წ. შუა აღმოსავლეთის სინდრომი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან დაიწყო. მაშინ მოიცვა დაახლოებით 2 ათასი ადამიანი, მაგრამ იყო მაღალი ლეტალობა, 35 %. მესამე გახლავთ სწორედ ეს, რომელიც დაიწყო 31 დეკემბერს, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში და უკვე დღეისთვის მთელ მსოფლიოში 81 ათას ადამიანზე მეტი მოიცვა. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყველაფერი შედარებითია. შედარებით ეს ეპიდაფეთქება ნაკლები ლეტალობით ხასიათდება, ვიდრე წინა ორი.

ამ ეპიდაფეთქების დროს ზოგადი გარდაცვალების მაჩვენებელი არის ჩინეთში 2.3%, ჩინეთის გარეთ კიდევ ნაკლები, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ ჩინეთში უკვე დაიწყო ბოლო 10 დღეა კლება ყოველდღიური ახალი შემთხვევებისა, მაგრამ სამწუხაროდ, იმატებს იმ 38 ქვეყანაში, სადაც უკვე ინფექცია იქნა გატანილი.

ყველაზე დაზიანებულია სამხრეთ კორეა, შემდეგ მოდის იტალია, სინგაპური და ირანი. აქედან გამომდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ამერიკამ გამოაცხადეს პანდემიური მზადყოფნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია პანდემია, როდესაც ინფექცია აზიანებს ყველა ქვეყანას. ამის საშიშროება არის. ყველა ქვეყანა ქმნის პირად სამოქმედო გეგმას. ყველა გეგმა საჭიროებს მუდმივ განახლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ინტენსიური მიმოსვლა გვქონდა ჩინეთთან და ირანთან კარგი პრევენცია გატარდა ჩინეთთან მიმართებაში, რათა ვირუსი არ შემოსულიყო. თუმცა ირანში ვირუსის გაჩენის შემდეგ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ირანი მეტ საფრთხეს წარმოადგენს. ირანთან მიმართებაში სწორი ღონისძიებები გატარდა. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით და შეიძლება კიდევ იყოს შემთხვევები. პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევების შემოტანის ეს რთული იქნება მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ამ ადამიანებს სწორი მკურნალობა ჩაუტარდეს. შემთხვევების 81 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად და სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. 5 პროცენტი არის კრიტიკული შემთხვევები როდესაც სერიოზულ ჩარევას საჭიროებს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე მზაობა ინფეციებთან ბრძოლის ქვეყანაში ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ყოფილა ბოლო ათეული წლის განმავლობაში. ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას", - აღნიშნა გამყრელიძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics