14:38 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 00:00:04, 2041 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - ნიძლავს დავდებ, არჩევნები, დაახლოებით, 2012-ის შედეგით დასრულდება

ნიძლავს დავდებ, არჩევნები, დაახლოებით, 2012-ის შედეგით დასრულდება, ოღონდ - პირიქით - ამაზე გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გადაცემა რეაქციაში, სატელეფონო ინტერვიუს დროს ისაბურა:

“შემიძლია, ნიძლავიც დავდო, დაახლოებით... გუშინ რაღაც კვლევებს ვუყურებდი, დაახლოებით, 2012 წლის შედეგით დასრულდება, ოღონდ პირიქით - ივანიშვილი წააგებს და მოუწევს ხელისუფლების დატოვება და ქვეყანა განვითარების გზაზე გავა. 

ხელისუფლების რესურსი თავის ყველაფრით, თავისი რეალური მომხრეებითა და თავისი ადმინისტრაციული რესურსით, არის სადღაც 35-37%, მაქსიმუმ, 40%-ის ფარგლებში და ერთიანი ოპოზიციის - სადღაც 55%-ის ფარგლებში. დაახლოებით, იგივე პროპორციით დაჯდება. იმავე შეცდომებს უშვებს ივანიშვილი და, შესაბამისად, იმავენაირად წააგებს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მაშინ იდეა მაინც ჰქონდა ქვეყანას, რომელმაც სამწუხაროდ ფიასკო განიცადა, მაგრამ იდეა არასდროს კვდება. ” -განაცხადა გიგი უგულავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics