18:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 15:43:31, 1613 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი მაჭავარიანის იმპიჩმენტზე - ნებისმიერი რეგლამენტის იქით არსებობს „ჯენტლიმენური“ შეთანხმების, ან ლოგიკის გარკვეული პრინციპები

„ნებისმიერი რეგლამენტისა და ნებისმიერი წესის იქით არსებობს კიდევ ჯენტლიმენური შეთანხმების ან ლოგიკის გარკვეული პრინციპები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურადაა შეფუთული განცხადება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ.

საუბარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაზე, სადაც ისინი დღის წესრიგში ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

„ორაზროვნება რასაკვირველი არსებობს, მაგრამ მაინც პოლიტიკურადაა შეფუთული განცხადება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ. არ შეიძლება, რომ ორი დღის შემდეგ კომიტეტში იბარებდეს კონკრეტული ფრაქცია მინისტრს, თუმცა რეგლამენტით ეს გათვალისწინებულია. თუმცა ნებისმიერი რეგლამენტისა და ნებისმიერი წესის იქით არსებობს კიდევ ჯენტლიმენური შეთანხმების ან ლოგიკის გარკვეული პრინციპები. მაგრამ როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ასეთი მძაფრია ეს ლოგიკა იკარგება. რეგლამენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს, მაგრამ თუ შემოთავაზება ჭკვიანურია და ქვეყანას გამოადგება შესაძლებელია კომიტეტმა ჯანდაცვის კომიტეტის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics