2020-02-25 15:18:48, 1633 ნახვა
საზოგადოება
თელავში საცხოვრებელი სახლი იწვის
თელავში, ყარალაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ცნობით, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში სამი სახანძრო ჯგუფია ჩართული. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია მხოლოდ სასხვენო გადახურვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,