19:48 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 14:22:46, 1467 ნახვა

საზოგადოება
EMC – თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების პროცესში არაერთი პროცედურული ხარვეზი გამოვლინდა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი  თემირლან მაჩალიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს.

EMC მიუთითებს, რომ გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და პოლიტიზირებულია, ხოლო  გამოძიების პროცესში გამოვლენილია პროცედურული ხარვეზები.

მათი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი დაარღვია და თემირნალ მაჩალიკაშვილის ოთახიდან ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მისმა, და არა პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს.

“EMC-ის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობდა და კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზანი არ გააჩნდა. აღნიშნულზე მიუთითებდა გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზები. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარღვია ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი და თემირნალ მაჩალიკაშვილის ოთახიდან ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მისმა, და არა პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს, რითაც ამ მტკიცებულებების ნამდვილობა და სანდობაა ეჭვს ქვეშ დადგა და მთლიანად გამოძიების პროცესის მიმართ ნდობა შეასუსტა და ფორმალური გახადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაახოლოებით სამი საათის განმავლობაში სრულად აკონტროლებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლს, მის საძინებელ ოთახში შესვლის უფლება ოჯახის წევრებს კი არ მისცეს. სწორედ სუს-ის თანამშრომლებმა თავად ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და მნიშვნელოვანი მტკიცებულებებს ადგილი უცვალეს და შემდეგ ამოიღეს.

თბილისის პროკურატურამ სუს-ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგები დაგვიანებით მხოლოდ 2018 წლის 8 თებერვალს გამოითხოვა - ამ დროის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოასწრო აეფეთქებინა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან თითქოსდა ამოღებული ხელყუმბარა. შემდგომში შეუძლებელი გახდა ალტერნატიული საექსპერტო კვლევების ჩატარება.

თბილისის პროკურატურამ დაგვიანებით გამოკითხა სროლის განმახორციელებელი და სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირები - საქმის მასალების მიხედვით თბილისის პროკურატურამ სუს-ს სპეცოპერაციაში მონაწილე პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გაზიარების მოთხოვნით 2017 წლის 30 იანვარს მიმართა, თუმცა, სუს-მა მხოლოდ ერთი თვის შემდგომ უპასუხა და უშუალოდ სროლის განმახორციელებელი პირის გამოკითხვის შესაძლებლობა პროკურატურას 2018 წლის 2 თებერვალს მიეცა, ხოლო სხვა პირების შემდგომ დღეებში. სუს-ის მაღალჩინოსნები კი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოს თვეში გამოიკითხნენ. სპეცოპერაციაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის პროკურატურისთვის დაგვიანებით ერთი მხრივ მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალ გავლენაზე, ფაქტობრივად უკონტროლო ძალაუფლებაზე, მეორე მხრივ კი ჰქმნის ეჭვს, რომ საგამოძიებო ორგანომ ფაქტობრივად დრო მისცა სროლის განმახორციელებელ პირს მოემზადებინა მისთვის სასურველი ჩვენება და შეესაბამებინა უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისთვის.

თბილისის პროკურატურა თითქმის ორი წლის მანძილზე არ აძლევდათ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს სროლის განმახორციელებელი და სხვა პირების გამოკითხვის ოქმებზე წვდომის შესაძლებლობას - გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიხედვით აღნიშნული შეზღუდვის მიზანი სპეცრაზმელის უსაფრთხოება იყო. გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე EMC სპეცრაზმელის გამოკითხვის ოქმზე წვდომას მისი პირადი ინფორმაციის დაცვით ითხოვდა. სწორედ ამგვარი ფორმით გაგვაცნეს გამოკითხვის ოქმები 2020 წლის იანვარში. შესაბამისად გაუგებარია ამ შემთხვევაში, პირადი ინფორმაციის დაცვით გამოკითხის ოქმების გაცნობა რატომ იყო პრობლემური 2018 წლის თებერვლის თვეში.

თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით სასწრაფო დახმარება დაგვიანებით გამოიძახეს - საგამოძიებო მოქმედებებით და სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის სახლში სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაახლოებით 20 წუთის შემდგომ გამოიძახეს და ამის შემდგომ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან ერთად, თ. მაჩალიკაშვილისთვის თავის არეში მიყენებული ჭრილობა ქირურგიულად იმგვარად იქნა დამუშავებული, რომ კვალი წაიშალა და შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხებზე რეაგირება პროკურატურას ასევე არ მოუხდენია“, - განაცხადა EMC-მ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics