|
2020-02-25 13:54:14, 1056 ნახვა
საზოგადოება
საია - ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია
არასამთავრობო ორგანიაზაცია ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია (საია)მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნები დაარღვია, რაც წარმოადგენს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის (50 წევრის) მხარდაჭერა სჭირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, აღნიშნული საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლისგან უზენაესი კანონის დარღვევის დადასტურების შემთხევაში, პარლამენტს მინისტრის გადასაყენებლად 76 ხმა სჭირდება. „2020 წლის 24 თებერვლის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დაიბარა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. ის სხდომაზე არ გამოცხადდა. კონსტიტუციის მიხედვით „მთავრობის წევრი [...] მოთხოვნის შემთხვევაში − ვალდებულია დაესწროს [...] კომიტეტის [...] სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.“ პარლამენტის რეგლამენტი აზუსტებს უზენაესი კანონის დებულებას და განმარტავს, რომ შესაბამისი პირი კომიტეტის უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაშია ვალდებული დაესწროს კომიტეტის სხდომას. ერთადერთი, როცა შესაძლებელია ის არ გამოცხადდეს დათქმულ დროს და შეცვალოს დღე მოწვევის ინიციატორთან შეთანხმებაა. მოცემულ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო საკანონმდებლო ორგანოში. ამ ვალდებულებას არც თავად მინისტრი უარყოფს, თუმცა, მისი აზრით, საკითხს სხვაგვარად უნდა შევხედოთ. ივანე მაჭავარიანის განცხადებით უგულებელყოფის მიზეზი რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში წარდგომაა. ამასთან, მან წერილიც კი გააგზავნა კომიტეტში, სადაც მიუთითა, რომ ყველა კითხვას „მინისტრის საათის“ ფორმატში გასცემდა პასუხს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ „მინისტრის საათის“ და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დაბარება ურთიერთჩანაცვლებად საზედამხედველო მექანიზმებს არ წარმოადგენს, ისინი სხვადასხვა მიზნებს ემსახურება. საია მიიჩნევს, რომ ივანე მაჭავარიანმა დაარღვია კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნები. ეს კი, თავის მხრივ, წარმოადგენს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის (50 წევრის) მხარდაჭერა სჭირდება. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლისგან უზენაესი კანონის დარღვევის დადასტურების შემთხევაში, პარლამენტს 76 ხმა სჭირდება მინისტრის გადასაყენებლად. ხსენებულ მინისტრთან დაკავშირებით დამატებით უნდა ითქვას, რომ მან 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2020 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში ივანე მაჭავარიანს დეპუტატებმა 30 კითხვით მიმართეს, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი მან უპასუხოდ დატოვა, 6-ს დაგვიანებით გასცა პასუხი და მხოლოდ 7 პასუხს მოაწერა ხელი თავად. ეს მაშინ როცა კონსტიტუციის მიხედვით „პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა,“ ხოლო რეგლამენტი ამბობს, რომ პასუხს ხელს აწერს მხოლოდ მთავრობის წევრი. საერთო ჯამში ამ მიმართულებით მან კონსტიტუცია და რეგლამენტი 29-ჯერ დაარღვია. ეს მონაცემი დამატებით აჩვენებს, რომ ფინანსთა მინისტრი პარლამენტის მიმართ სათანადო პატივისცემას განგრძობადაც არ გამოხატავს, რაც აძლიერებს მასზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების არგუმენტებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია უმრავლესობის წევრების განცხადებები, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო შტოს უგულვებელყოფის გამართლებას უნიადაგო არგუმენტებით ცდილობენ და ამით ხელს უწყობენ პარლამენტის გავლენის შემცირებას პოლიტიკურ პროცესებში“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)