18:30 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 17:09:07, 1843 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: 39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!

„39%-ს ვეპოტინებით თურმე, თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფრანგული ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი კიდევ უფრო მაღალია.

„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას" 18%; 20%; 25%; 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე. თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის, რა რეალური რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას" როდესაც ისინიც კი, 34-39%-ზე საუბრობენ. სერიოზულად რომ ვისაუბროთ IPSOS-ის კვლევის შედეგებზე, ჯერ რამდენიმე კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. საინტერესოა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში - კვლევის შედეგები  ფრანგულმა IPSOS-მა გამოაქვეყნა თუ რუსულ-უკრაინულმა  IPSOS-მა, რომელმაც წინა შემთხვევაში გვითხრა, რომ ხალხის მხოლოდ 18% ამბობდა რომ „ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა. ახლა რატომღაც 34% თუ 39%-მდე გაიზარდა. ზუგდიდის არჩევნების წინ, მათ 18%-იანი ირიბი მონაცემი დადეს. აქედან ალბათ დასკვნა ძალიან მარტივია.  ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები.  წინა შემთხვევაში არ გაგვიმხილეს. იქნებ ახლა მაინც გაამხილონ, რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა  საველე  სამუშაოები - ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციებმა თუ რომელიმე სხვა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ", - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ფრანგულმა ორგანიზაცია IPSOS-მა კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 34% ხმას „ქართულ ოცნებას მისცემდა, 29% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 10% - „ევროპულ საქართველოს“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics