07:50 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 15:05:45, 2259 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი - ნახეთ, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული

„2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა და ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ მივიდა პარლამენტში.

მისივე თქმით, სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის" ფარგლებში იყო პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დაუთმო.

„მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად - სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის" ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. როდესაც საუბრობენ, რომ ესაა პარლამენტის უპატივცემულობა, გეტყვით, რომ 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics