2020-02-24 14:51:59, 1936 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიასთან აქციაა
თბილისის მერიასთან აქციაა. აქტივისტები თბილისის მერიაში შესვლას, თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრასა და მის სახელზე განცხადების დაწერას ითხოვენ.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებს სურთ, რომ კალაძეს „ანას ბაღთან" დაკავშირებით ესაუბრონ.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და აქციის მონაწილეებს მერიაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. მერიასთან სამართალდამცავებსა და აქციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებაც იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,