22:55 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 13:35:55, 2500 ნახვა

სამართალი
არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს

„თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი“, - ასე განმარტავენ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცავების მობილიზებას.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები  და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

„თბილისში ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, იარაღი სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელმა დღეს აღმოაჩინა  და ამის თაობაზე პოლიციას აცნობა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები  და დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics