19:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 16:12:25, 2863 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი - უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დამესხა

„უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დამესხა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

მისივე თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ გამოძიება მყისიერად ჩატარდება.

„საღამოს, როგორც ხშირად, ჩემი სახლის წინ მთავარი არხის ჟურნალისტი იწერდა ინტერვიუს. ლუიც საღამოს გასეირნებისთვის ემზადებოდა. მაგრამ ვაკის პოლიციაში ამოყო თავი, ჩემთან ერთად. როდესაც უცნობი მამაკაცი უშვერი სიტყვებით თავს დაგვესხა, იგნორირება ვცადეთ, არ გაჩერდა. ბოლოს კამერით გაეიკიდნენ, გაიქცა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, დღემდე. ცენტრალური ქუჩა არაა, შემთხვევით არავინ სეირნობს აქ. მადლობა საპატრულო პოლიციის ვაკის განყოფილებას ოპერატიული რეაგირებისთვის. თუმცა, დიდი იმედი, ცხადია, არ მაქვს, რომ ისეთივე მყისიერ სვლას მისცემს ამ საქმის გამოძიებას სამართალდამცავი სისტემა, როგორც ანრი ოხანაშვილზე განხორციელებულ ვერბალურ თავდასხმას. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტების ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც მმართველი პოლიტიკური ძალა, თავად არის პოლიტიკური შევიწროების და ძალადობის ორგანიზატორი. ეს არის უბედურება, თორემ პოლიტიკოსები ყველგან ხდებიან თავდასხმის ობიექტი. დასრულდება ეს ყველაფერი, საკუთარ სახლთან და ჩვენს ქუჩებში, ყველა თანაბრად დაცულად იგრძნობს თავს. P.S. მშვიდობით დამთავრდა, ლუიც პოლიტიკურად გამოიბრძმიდა, თუმცა კი, დაიქანცა“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics