|
2020-02-22 15:50:54, 2507 ნახვა
საზოგადოება
ევრაზიის რეგიონში პირველი საგანმანათლებლო IT-HUB გაიხსნა
ტექნოპარკში StrategEast-ისა და EPAM-ის მიერ, ევრაზიის რეგიონში, პირველი საგანმანათლებლო IT-HUB-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. პროექტი ამერიკული ცენტრის StrategEast-ისა და პროგრამული ინჟინერიის წამყვანი ამერიკული კომპანიის EPAM Systems-ის ერთობლივი ძალისხმევითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს IT კომპანიები და IT-HUB-ის მასწავლებლები. IT HUB Tbilisi-ს მიზანია, IT სივრცეში მაღალკვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ენტერპრენუერების ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება, დაფინანსების მოზიდვა საზღვარგარეთიდან და IT მომსახურების ექსპორტზე გატანა. სასწავლო პროგრამა ჩატარდება მსოფლიო სტანდარტის დაცვით EPAM-ის საუკეთესო მასწავლებლების მიერ. კურსდამთავრებულს ექნება საშუალება, მიიღოს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი IT სექტორში. სასწავლო კურსები მოიცავს 5 პროფესიას: front-end, ASP.NET, JAVA ან Android app დეველოპერი და Q&A ინჟინერი. სასწავლო პროგრამის პირველი წლის ბოლოს, პროექტს 100-ზე მეტი მაღალი დონის კურსდამთავრებული პროგრამისტი ეყოლება. StrategEast ამერიკაში დარეგისტრირებული 501(с)3 ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც არის დაეხმაროს ევრაზიის ქვეყნებს გადაინაცვლონ რესურსზე დამოკიდებული ეკონომიკიდან ცოდნაზე დამოკიდებულ ეკონომიკაზე. EPAM ამერიკის წამყვანი კერძო IT კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობა ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კონცენტრირდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)