19:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 15:01:14, 2498 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი DRI-ს კვლევაზე - არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნება“ ტორლებისა და ბოტების ქარხნის დაფინანსებაში ამხილეს

„არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნება“ მხილებული იქნა ტორლებისა და ბოტების ქარხნის დაფინანსებაში, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებდა ანტიდასავლურ პროპაგანდას“, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“  წევრი ანა ნაცვლიშვილი DRI-ს კვლევას, რომ საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის ფაქტები დაფიქსირდა.

მისი თქმით, ვიდრე ხელისუფლება ამ ქარხნებს აფინანსებს, მანამ ვერ გვექნება მოლოდინი, რომ ის ეფექტურად იბრძოლებს გარედან წამოსული დეზინფორმაციის შესამცირებლად.

„ინფორმაციის საფრთხეც მომატებულია. ჯერ ეგ ერთი ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნება“ მხილებული იქნა ტორლებისა და ბოტების ქარხნის დაფინანსებაში, რომელიც მიზანმიმართულად ავრცელებდა ანტიდასავლურ პროპაგანდას, პრორუსულ და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯებს. ამას აფინანსებდა „ქართული ოცნება“. ამ ხელისუფლების პიროებბში, რასაკვირველია შენი ქვეყნის ხელისუფლება, რომ ფულს დებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ვერანაირი მოლოდინი ვერ გვექნება, რომ გარედან წამოსულ დეზინფორმაციას ეფექტურად ებრძვის რომელიმე სახელმწიფო უწყება“, - განაცხადა ანა ნაცვლისვილმა.

ცნობისთვის, DRI-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც იანვარში  საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა და შესაბამისად, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, პრორუსული გზავნილების გავრცელება და სხვადასხვა დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების გავრცელების გზით საზოგადოებაში ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დანერგვა გამოიკვეთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics