18:18 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 14:31:57, 2409 ნახვა

საზოგადოება
DRI - იანვარშიც საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა და მათი ინსტიტუტების დისკრედიტაცია გამოიკვეთა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების აქტიურობის ძირითად ტენდენციებზე დაკვირვების შედეგები, სოციალურ ქსელში და ონლაინ მედიაში, გამოაქვეყნა.

DRI-ს თქმით, იანვარშიც  საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა და შესაბამისად, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, პრორუსული გზავნილების გავრცელება და სხვადასხვა დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების გავრცელების გზით საზოგადოებაში ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დანერგვა გამოიკვეთა.

„ისევე, როგორც გასული თვეების განმავლობაში, იანვარშიც გამოიკვეთა ქართული ულტრამემარჯვენე დისკურსის შემდეგი მახასიათებლები: 1) საქართველოს მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა და შესაბამისად, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია; 2) პრორუსული გზავნილების გავრცელება; 3) სხვადასხვა დეზინფორმაციებისა და მანიპულაციების გავრცელების გზით საზოგადოებაში ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დანერგვა.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელ ფეისბუქს  საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის დანერგვისა და ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად. ულტრამემარჯვენე დისკურსი ხასიათდება მკვეთრად პოპულისტური და პროპაგანდისტული შინაარსით“, - განაცხადეს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics