18:18 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 10:19:59, 1727 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთიდან სამშობლოში საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა

ჩინეთიდან სამშობლოში საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესაებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია.

„მოქალაქეების დაბრუნდნენ სპეციალური თვითმფრინავით, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ადგილზე იმყოფებოდნენ კლინიცისტი ექიმებიც. თითოეულმა მათგანმა შეავსო გარკვეული კითხვარი, თუ სად იმყოფებოდნენ ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში, ჰქონდათ თუ არა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნებიან.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ სპეციალისტები ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იგი აღნიშნავს, რომ თუ მოქალაქეებიდან რომელიმეს ამ ორი კვირის განმავლობაში რესპირაციული სიმპტომები დაეწყება, მაშინ მას ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ.

„არც ერთს მათგან არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში რომელიმე მათგანს დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, მაშინ მათ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადავიყვანთ”, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics