18:18 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 18:04:06, 1521 ნახვა

საზოგადოება
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა   რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან სოზარ სუბართან და ბიზნესომბუდსმენთან მიხეილ დაუშვილთან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი  ცვლილებების თაობაზე ვრცლად ისაუბრა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოს  კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სრულად თანხვედრაში იყოს ევროპულთან. ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების და  ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ამოქმედდება ახალი რეგულაციები და გამკაცრდება საჯარიმო სანქციები. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოები გადავიდნენ თანამედროვე სტანდარტზე და მათი ფუნქციონირება არ იყოს ზიანის მომტანი   გარემოსა  და  მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საწარმოებში ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემის, ასევე ფილტრების არსებობა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილის და იური ნოზაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics