2020-02-21 14:25:52, 1121 ნახვა
საზოგადოება
ხანძარი თემქაზე - ბალახსა და ხეებს ცეცხლი მოეკიდა
გლდანი-ნაძალადევის რაიონში ბალახსა და ხეებს ცეცხლი მოეკიდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი თემქის დასახლებაში, მემატიანის მემორიალთან გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
მათი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,