|
2015-07-31 17:07:20, 717 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ გედესი ღონისძიების დახურვას და მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის დაცვის კურსი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში პირველად 2010 წელს ჩატარდა. წელს აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს. 5 დღიან სალექციო კურსი დიდი ბრიტანეთის საზღვაო ომის წარმოების სკოლის ექსპერტებმა ჩაატარეს. კურსის დახურვის შემდეგ ნუკრი გელაშვილმა სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)