|
2015-07-31 16:52:11, 420 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: როდესაც აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ და არ იციან რა შენიშვნებია, აქ უკვე საუბარი არაა ჯანსაღ პროცესებზე
როდესაც აცხადებენ, რომ ჩვენ დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს, არ გავითვალისწინებთ მის შენიშვნას და ამ დროს არ იციან რა შენიშვნებია, აქ უკვე არაა საუბარი ჯანსაღ პროცესებზე, - ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსთან“ პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებისა და მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ალტერნატიული კანონპროექტი და პრეზიდენტის შეთავაზება სახელისუფლებო წრეებისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება. „თუ ჩვენ დავაკვირდებით იმ მოტივს და მთავარ მიზანს, რისთვისაც არის ეს კანონო მიღებული და რატომ ხდება მისი გატანა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ის ძალები, რომლებმაც ეს ჩაიფიქრეს და განახორციელეს, წავიდნენ კომპრომისზე. რადგან მათთვის მიზანი უფრო მეტია, ვიდრე რეპუტაცია. არ გაუშვებენ შანსს, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვან პრეზიდენტთან დაპირისპირებას და მისი იგნორირება მოახდინონ, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ ცუდია ქვეყნისათვის. რაც არ უნდა კარგი და სასარგებლო იყოს ქვეყნისათვის პრეზიდენტის შეთავაზება, მათი პოზიცია ყოველთვის უარყოფითი იქნება, რადგან ეს ინიციატივა მათთვის მიუღებელი პიროვნებისგანაა. როდესაც აცხადებენ, რომ ჩვენ დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს და არ გავითვალისწინებთ მის შენიშვნას და ამ დროს არ იციან რა შენიშვნებია, იქნებ სულაც ტექნიკური ხასიათისაა, აქ უკვე არაა საუბარი ჯანსაღ პროცესებზე. რადგან ეს ინიციატივა პრეზიდენტისგან მოდის, უნდა ჩაძირონ. ამ კანონპროექტს არ უჭერს მხარს არცერთი სერიოზული ადამიანი, საერთაშორისო ორგანიზაცია, ბიზნესორგანიზაცია, ევროკავშირი, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც რაიმე სოლიდური წვლილი მიუძღვის ქვეყნის განვითარებაში. კანონი, რომელსაც არავინ უჭერს მხარს, მათ შორის პრეზიდენტიც, მასზე პრეზიდენტის ვეტო ნიშნავს, რომ ჯიუტად მისი გატანა რაღაც ცუდი პროცების მინანიშნებელია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამასთან, კანონპროექტთან დაკავშირებით, მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში დღის ბოლომდე გადააგზავნის.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)