|
2026-10-22 21:41:26, 500 ნახვა
ეკონომიკა
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
ნოემბრიდან რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს. ამასთან, რუსეთი მზად არის, შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების ექვსი ქართველი მწარმოებელი, რომელთა პროდუქციის რუსეთში ექსპორტით არიან დაინტერესებული, ამის შესახებ ნათქვამია როსსელხოზნადზორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების თანახმად გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა, თბილისში 20-22 ოქტომბერს ვეტერინარული პროდუქტების რეგულირების სისტემების გაძლიერების საკითხებზე ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონული სემინარზე, რომელშიც რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. "სემინარის ფარგლებში რუსეთისა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და მეცხოველეობის პროდუქტებით ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა განიხილეს", - ნათქვამია როსსელხოზნადზორის ინფორმაციაში. "საქართველოს კომპეტენტური უწყებისგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა ამ (რძის რ.თ. ) საწარმოების მიერ წარმოებული კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გაცემული გარანტიების აღიარებას, ასევე წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შედეგად, როსსელხოზნადზორმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, რათა შეთანხმდეს აღნიშნული საწარმოების მესამე ქვეყნების საწარმოთა რეესტრში შეყვანა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)