|
2015-07-31 16:45:52, 579 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანთა საქმეებთან შემხებლობაში მყოფი პირების სპეციალიზაციის პროცესი დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში ტრენერთა გადამზადების კურსი დასრულდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაეროს-ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს და ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს. აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს. მთავარი საკანონმდებლო სიახლე ეხება 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნას. ტრენერთა გადამზადების კურსი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 40-მდე სხვადასხვა უწყების თანამშრომელმა მიიღო, რომლებიც მომდევნო ეტაპზე თავად გადაამზადებენ არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე თავიანთ კოლეგებს. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილ სიახლეებს, სპეციალურ მიდგომებს და სტანდარტებს. მსმენელებმა გაანალიზეს ის თავისებურებები, რაც განასხვავებს არასრულწლოვნების მართლმსაჯულებას სრულწლოვანი პირების მართლმსაჯულებისგან; მათ უკვე შეუძლიათ შესაბამისი სტანდარტების დაცვით განახორციელონ საქმიანობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. ასევე, სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი, სადაც მათ შეისწავლეს ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდი და მსოფლიოში არსებული სტანდარტები ტრენინგის ჩატარების კუთხით. ბოლო დღე მთლიანად პრაქტიკულ მუშაობას დაეთმო, რითაც მონაწილეებმა შეძლეს გაეუმჯობესებინათ სწავლების პროცესის დაგეგმვისთვისა და მოდერაციისთვის საჭირო უნარები. ტრენინგს უძღვებოდნენ: ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ − და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები. იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი, უცხოელი და ქართველი ექსპერტები. სასწავლო კურსი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იუსტიციის სასწავლო ცენტრში, 2015 წლის 16 ივლისიდან - 31 ივლისის ჩათვლით.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)