06:59 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 11:19:36, 1093 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ნაფოტად ქცეულმა პარტიებმა, ტყუილში აცხოვრეს

„ვანო მერაბიშვილი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მერაბიშვილს საპატიმროში ყოფნისას, მისი ადვოკატები, პარტიის წევრები მას მედიის საშუალებით  ატყუებდნენ.

ამასთან, მინისტრის თქმით, სიცრუე იყო იმაზე საუბარი, რომ მერაბიშვილი პოლიტმატიმარია.

„მას აუტყუებდნენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, ევროსაბჭო გაგათავისუფლებს, ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, მედიის საშუალებით ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ, არადა, ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი.

საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება გაიხსნა თავიდან, მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადვოკატები და პარტიის წევრები მედიის საშუალებით ეუბნებოდნენ ამ პატიმარს, წლების განმავლობაში იყო ის, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო, ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადამდე გათავისუფლებას. ჩვენ ვნახეთ უკვე დღეს, რომ ეს იყო სიცრუე, ამიტომ ეს სიცრუის მანქანა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაფოტად ქცეული პარტიები ამუშავებენ ხოლმე და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ამ შემთხვევაში მათ თავიანთი პარტიის წევრი და ალბათ, ახლობელი და მეგობარი წლების განმავლობაში ტყუილში აცხოვრეს. ეს არის ძალიან სამარცხვინო და იმედი მაქვს, რომ ამაზე ვინმე მაინც აგებს პასუხს.

სიცრუე იყო ის, რომ ვითომ ეს პატიმარი პოლიტიკური პატიმარია და მას 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებენ უცხოელებს, ეს იყო სიცრუე, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერც ერთი უცხოელი ვერ გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ვინ როდის უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics