06:57 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 16:39:55, 1540 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა: ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით

„ბელარუსი დაინტერესებულია, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ბელარუსული ბაზრიდან საქონლის მიწოდების თვალსაზრისით საქართველოს გავლით მესამე  ქვეყნებზე, ან პირიქით - ბელარუსში შევიდეს ახალი საქონელი შავიზღვისპირეთის, კერძოდ საქართველოს საპორტე ინფრასტრუქტურის გამოყენებით", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასსთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომელზეც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების  საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ლოგისტიკური ჰაბია, ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული.

„ეს შეიძლება ძალიან მომგებიანად იქნას გამოყენებული ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ - ბელარუსი დაინტერესებულია, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ბელარუსული ბაზრიდან საქონლის მიწოდების თვალსაზრისით საქართველოს გავლით მესამე  ქვეყნებზე, ან პირიქით - ბელარუსში შევიდეს ახალი საქონელი შავიზღვისპირეთის, კერძოდ საქართველოს საპორტე ინფრასტრუქტურის გამოყენებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბელარუსის მთავრობას საქართველოს პორტებში ერთობლივი პროექტების განხორციელება შესთავაზა.

„ჩვენ ბელარუსის მხარეს ვთავაზობთ, რომ ჩვენ პორტებში განიხილონ ერთობლივი სასაწყობო მეურნეობის, ტერმინალების, ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობის საკითხი, რასაც საკმაოდ დიდი ინტერესით განიხილავენ. ეს კიდევ უფრო გაააქტიურებს ჩვენ სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებს", - აღნიშნა მინისტრმა.

18 - 19 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას  ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics