19:20 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 16:37:20, 1722 ნახვა

საზოგადოება
ლომჯარია „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოზე - ვალდებულები არიან აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას მისცენ

 „მრჩეველთა საბჭო ვალდებულია, რომ ძალიან კრიტიკულად განიხილოს შემოთავაზებული ცვლილებები, ყველას მისცეს საშუალება გამოხატოს თავისი აზრი“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მიმდინარე საკადრო ცვლილებები ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარებაა.

„არაერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია საშუალებების მფლობელების თუ მენეჯერების მიმართ დაწყებულ დევნას და ამ ფონზე „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ დაწყებული პროცესი, კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია, რომ ძალიან კრიტიკულად განიხილოს შემოთავაზებული ცვლილებები, ყველას მისცეს საშუალება გამოხატოს თავისი აზრი და ძალიან კრიტიკულად შეაფასოს წარმოდგენილი ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თუ ორგანიზაციების მხრიდან და ქვეყნაშიც შეფასდება როგორც მცელობა, „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარედაქციო დამოუკიდებლობასი ჩარევის“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის,  „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მასშტაბური საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საინფორმაციო სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმების გეგმავს. დღეს ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტები მოითხოვდნენ დღის წესრიგთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics