16:37 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 12:11:25, 894 ნახვა

საზოგადოება
უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება

კომპანია „თბილისი ენერჯიმ“, უსაფრთხოების ყველა სხვა ღონისძიებასთან ერთად, დედაქალაქის მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრები დაიწყო.

საინფორმაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქარის სეზონის დროს. სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების სახლში მონტაჟის შემთხვევაში კი ქარიანი ამინდი ბინაში CO-ს დაგროვების საფრთხეს მინიმუმ 10-ჯერ ზრდის. აქედან გამომდინარე, „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უშუალოდ შეხვდეს სხვადასხვა უბნის მოსახლეობას და პირადად აუხსნას აბონენტებს სპეციალისტების რჩევების გათვალისწინების აუცილებლობა. მორიგი შეხვედრა სამგორის რაიონში გაიმართება. აღნიშნული რაიონი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უბანია, სადაც მოსახლეობა ხშირად თვითნებურად, კუსტარულად აერთებს ქსელზე გაზის დანადგარებს და საფრთხეს უქმნის საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეზობლების სიცოცხლეს. უსაფრთხოების საინფორმაციო შეხვედრა დღეს, 19 თებერვალს 16:00 საათზე, ვარკეთილის ზ/პლატო კორპ. 41-თან გაიმართება.

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელებთან და გაზის სპეციალისტებთან ერთად, უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობენ: ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საკრებულოს წევრები და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები, პარალელურად, იწყებენ უსაფრთხოების კამპანიას თბილისის საჯარო სკოლებში. უფროსკლასელებისთვის სპეციალისტები გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე მასტერკლასებს ჩაატარებენ. ღია წვის კამერიანი აკრძალული და სახიფათო დანადგარები, თვითნებურად, კუსტარულად დაერთებული გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები - ეს ის პრობლემებია, რომლებსაც კომპანია „თბილისი ენერჯი“ მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს. კომპანიის სპეციალისტები ყოველდღიურად ამოწმებენ აბონენტებს, ქსელიდან ხსნიან სახიფათო დანადგარებს და აფრთხილებენ საფრთხეებზე. ამის მიუხედავად ხშირია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტების რჩევების იგნორირება. სტატისტიკა მეტყველებს, რომ მიუხედავად დიდი საფრთხისა, აბონენტთა ნაწილი მაინც ცდილობს ქსელიდან ჩახსნილი სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების კუსტარულად, თვითნებურად დაერთებას.

საკონტაქტო პირი მარიამ მურადაშვილი ტ. 574229858





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics