|
2015-07-31 14:27:50, 501 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძის მოსაზრებით, პრეზიდენტის შენიშვნები, „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებებს ემყარება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის მოსაზრებით, „ საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ ალტერნატიულ წინადადებებს ემყარება. ამის შესახებ მანანა კობახიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. „ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობდა ალტერნატიულ წინადადებაზე. პრეზიდენტის შენიშვნები შეიძლება ემყარება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ ალტერნატიულ წინადადებას. მე ეს ვერსია მაქვს, ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად განაცხადა, რომ ისინი ფიქრობდნენ ალტერნატიულ წინადადებაზე. ცხადია, პრეზიდენტსა და „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების თანხვედრაა“, - აღნიშნა კობახიძემ. მისივე თქმით, პარლამენტმა, „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტის მიღებამდე საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები გაითვალისწინა, საბოლოო მოდელთან კი, შენიშვნები აღარ ყოფილა. „ძალიან ბევრი იმუშავა პარლამენტმა, რათა ეს კანონპროექტი მიგვეღო იმ სახით, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი ექსპერტების რეკომენდაციები. სწორედ ევროკავშირის ექსპერტებთან იყო კონსულტაციები გავლილი და შენიშვნები მაქსიმალურად გავიზიარეთ. აქ რაიმე არსებითი შენიშვნა აღარ ქონიათ იმ საბოლოო მოდელთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მივიღეთ. ვფიქრობ, რომ მივიღეთ კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტთან, უფრო მეტი გამჭვირვალობა შემოდის ამ სისტემაში. საპარლამენტო კონტროლი ერთვება და ვფიქრობ, ეს კარგია. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე არიან ამ საზედამხედველო საბჭოს წევრები, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ არანაირი არსებითი გამიჯვნა და გამოყოფა ამ სამსახურის არ ხდება, რის გამოც ისინი გვაკრიტიკებენ. ეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ არის მთლიანად გამოყოფილი და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკისგან. თვითონ საზედამხედველო საბჭოს ხელმძღვანელის არჩევითობა უფრო მეტი გამჭვირვალობით და პარლამენტის ჩართულობით მოხდება და ანგარიშვალდებულება გაიზრდება პარლამენტის წინაშე. ვფიქრობ, ეს მოდელი ბევრად უკეთესია, ვიდრე არის დღეს“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)