06:07 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 14:39:18, 2015 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს

 „ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა აქვთ, წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებს და ცდილობს საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით მიიღოს შედეგი", - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჩანს ოპონენტების სუბიექტური და ზოგჯერ დესტრუქციული დამოკიდებულებას არჩევნებთან დაკავშირებით. 

„კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წელს მოხდება. ასეთი გადაწყვეტილება უახლეს ისტორიაში პირველად მიიღო და გააფორმა ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ და ეს „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა. აქამდე ყოველთვის, როგორც წესი, პარტიები პროპორციულ არჩევნებს ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ უჭერდნენ მხარს, ზოგიერთები კი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც ბოიკოტს უცხადებდნენ პროპორციულ არჩევნებს და ხელს უშლიდნენ რეფორმას. ახლა, ასეთი პარტიების ნაწილი პროპორციული არჩევნების გულმხურვალე მხარდამჭერია, რაც ან აიხსნება ამ პარტიების რეალური სახეცვლილებით, ან პოლიტიკური ფარისევლობით.   გვესმის და სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, ბევრმა ჩვენგანმა ხმა მივეცით ამ ცვლილებას, პარლამენტმა 2019 წელს მხარი არ დაუჭირა პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევას - მოსწონთ ეს გადაწყვეტილება თუ არა ოპონენტებს, ის ქვეყნის პარლამენტმა მიიღო და დამოკიდებულება, რომ თუ პარლამენტი მხარს დაუჭერდა ასეთ გადაწყვეტილებას იქნებოდა კარგი პარლამენტი და თუ არ დაუჭირა მხარი - ის ცუდია და უნდა დაიხუროს - არადემოკრატიული და არათანმიმდევრულია. ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics