06:07 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 14:29:22, 1604 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი

 „ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა.

არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, წლის განმავლობაში  გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და იმ ძირითად საკანონმდებლო პაკეტებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი შეფასებით, ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს.

„საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად შეიმუშავა და მიიღო კანონი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, რომლითაც ჩვენ მაქსიმალურად ვუპასუხეთ სოციალურ პასუხისმგებლობებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კრიტერიუმებს, კერძოდ:

გავზარდეთ ასაკით პენსიონერთა პენსიები და 18 წლამდე სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა სოციალური ბენეფიტები. ეს ცვლილება შეეხო 880 ათას ჩვენს თანამოქალაქეს;  სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმები 1 ივლისიდან მიიღებენ გაზრდილ ხელფასებს (8.000 მეტი მოქალაქეს); ჯარისკაცები, მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები და მათთან გათანაბრებული პირები 1 ივლისიდან მიიღებენ გაზრდილ ხელფასს (66.000 მდე თანამოქალაქეს); დევნილთა საცხოვრისით უზრუნველსაყოფად გამოიყო 122 მილიონ ლარზე მეტი; საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ ხელფასს (43.000 მოქალაქე);1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელები მიიღებენ გაზრდილ ხელფასს (32.000 მოქალაქე);საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის გამოიყო 280 მილიონ ლარზე მეტი; სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყო 3.7 მილიარდი ლარზე მეტი - ეს არის ახალი სამუშაო ადგილები; და ეს არის რეალურად, ახალი ძალა ეკონომიკაში. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 240 მილიონი ლარია გამოყოფილი; ესეც არის ახალი სამუშაო ადგილები. რეგიონებისთვის 350 მილიონი ლარი, ხოლო თბილისის ბიუჯეტს 90 მილიონი ლარი დაემატა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics