06:08 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 13:46:26, 1368 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია პლენარულ სხდომაზე - ესაა საბჭოთა კავშირი, აი, ეს ჰიმნია ამ ხელისუფლების სიმბოლო

„ეს არის საბჭოთა კავშირი, აი, ეს ჰიმნია ამ ხელისუფლების სიმბოლო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიამ პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომა  „ცეკას“ სხდომას შეადარა და თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება „ცეკას“ მოხსენება.

„ეს არის საბჭოთა კავშირი, აი, ეს ჰიმნია ამ ხელისუფლების სიმბოლო. როგორც არ უნდა ამოეფარონ და ვისაც არ უნდა ამოეფარონ ამის ფონზე უნდა მათ ცხოვრება და არ ექმნებათ ამით კომფორტი. ჩვენი ქვეყანა არ იქნება საბჭოთა კავშირი, ჩვენს ქვეყანაში არ იქნება „ცეკას“ მოხსენება, ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალაუფლება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვეგუებით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ სამარცხვინოა, როდესაც სხდომას ნახევრად ცარიელ დარბაზში ატარებენ და ამას დიპლომატიურ კორპუსსაც აჩვენებენ.

მისი თქმით, დემოკრატია ასე არ გამოიყურება, დემოკრატია კამათშია.

„რაც ვნახეთ გუშინ, შემდეგ შეშინებული შოთაძის გადამალვა და მისთვის კომფორტის შექმნა სხდომაზე არ მოყვანით, ადამიანები, ვინც უყურებდნენ ამ ცარიელ დარბაზს, ამას კიდევ ასწრებენ დიპლომატიურ კორპუსს, რაც არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. დემოკრატია არ გამოიყურება ასე, დემოკრატია გამოიყურება კამათში, მწვავე კრიტიკაში და არა ასე, როდესაც ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ვითომ პარლამენტის თავჯდომარე გამოდის და ასე საუბრობს. ერთადერთი რისი სიმბოლოც ეს ყველაფერიცაა ესაა საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, დღეს ოპოზიციის წარმომადგნელბმა პლენარულ სხდომაზე, სსრკ-ს ჰიმნით სცადეს შესვლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics