06:07 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 12:13:49, 1481 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში, გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას განხილვის გარეშე უყრიან კენჭს

გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სესიაზე განხილვის გარეშე უყრიან კენჭს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს, როდესაც წინადადებით ბიუროს წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიმართა.

„გუშინ ჩვენ შვიდი საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ ერთი ძალიან მაღალი სტანდარტით განხილვის პროცესი დაამკვიდრა გენერალური პროკურორის არჩევის პროცესში. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ჰქონდათ სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები.

ჩვენ ასევე მივეცით შესაძლებლობა იმ მოქალაქეებს, ვინც კომიტეტს მომართა, რომ მათაც ჰქონოდათ საშუალება, დასწრებოდნენ და არა მხოლოდ დასწრებოდნენ, არამედ შეკითხვებითაც მიემართათ კანდიდატისთვის. ამიტომ, საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა. ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცედურის განხორციელება. შესაბამისად, ვინაიდან იყო ასეთი დეტალური განხილვა, ბიუროს ვთხოვდი, რომ ჩვენ ეს საკითხი მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ პლენარულ სხდომაზე და აღარ არის მიზანშეწონილი, ეს საკითხი ვაქციოთ პოლიტიკურ თემად. თუკი ვინმეს ჰქონდა სურვილი და ინტერესი, მათ შორის იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც გუშინ პერფორმანსი მოაწყვეს – სრულიად უპასუხისმგებლო ჯგუფებმა, ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ კომიტეტს.

ამიტომ, პირველი მოსმენით დადგენილი წესით განხილვის გარეშე შეგვიძლია, კენჭისყრაზე დავაყენოთ პირდაპირ პლენარულ სხდომაზე და ამით ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, კერჭისყრა დღის გაიმართება. გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics