|
2020-02-18 10:01:18, 1038 ნახვა
საზოგადოება
თამარ არჩუაძე: საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის
,, საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის, ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს ტრენდი შენარჩუებული იქნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა. თამარ არჩუაძე ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის შეფასებით, სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. თამარ არჩუაძის თქმით, მზარდი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ მაჩვენებელზე დადებითად აისახება. ,,2019 წელს, საქართველოში, საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტზე მოდის. რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ვაფართოვებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოებს, რაც კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მიღების საშუალებას მოგცემს“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წინა წელთან შედარებით, 41.6 % მეტ მგზავრს მოემსახურა. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია. “სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებაში გვაქვს. რამდენიმე დღის წინ ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) 2019 წლის მონაცემები გამოქვეყნდა. სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კვლავ მოწინავე პოზიცია უკავია. 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წინა წელთან შედარებით, 41.6 % მეტ მგზავრს მოემსახურა, თითქმის 900 ათასს. შარშან იგივე ორგანიზაციის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ამ მიმართულებით ლიდერი იყო. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია. 2019 წელს, ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტზე მოდის. რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)