14:10 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 18:25:49, 1982 ნახვა

პოლიტიკა
შოთაძე უგულავას საქმეზე: ეს იყო და არის ალბათ, უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში

„ეს იყო და არის ალბათ, უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს.

როგორც შოთაძემ აღნიშნა, 48 მილიონი ლარიდან, რომლის გაფლანგვასაც გამოძიება ედავებოდა გიგი უგულავას, 16 მილიონი დაირიცა პლასტიკურ ბარათებზე, დანარჩენი კი პარტიასა და პარტიულ ინტერესებს მოხმარდა.

„ამ შემთხვევაში, მე შემიძლია გარკვეული დაზუსტება შევიტანო, რომ 16 მილიონიც და დარჩენილი თანხაც, მოხმარდა პარტიას და პარტიულ მიზნებს და ფაქტი, რომ ვიღაცეებზე დამზადდა პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხა 14 მილიონი იყო ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი, დანარჩენი თანხა გამოტაილი იქნა ბანიდან, „ლიბერთი ბანკიდან“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ და ნაღდი ვალუტის სახით დაიხარჯა პარტიული მიზნებისთვის. ეს იყო და არის, ალბათ უდიდესი კორუფციული ფაქტი საქართველოს ისტორიაში, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ყოფილი მერის მიერ ჩადენილი სხვა კორუფციული ფაქტები, რაზეც ასევეა დადგენილი განაჩენი. შემიძლია გაგახსენოთ „თბილსერვისის“ საქმე, სადაც მსგავსი მეთოდით მოხდა 5 მილიონამდე ლარის გამოყენება პარტიული მიზნებისთვის. ასევე მინდა გაგახსენოთ „სითი პარკის“ საქმე, რომელზეც ჯერჯერობით განაჩენი არ დამდგარა. აქაც მერიის მიერ შესაბამისი დარღვევებით ხდებოდა თანხების არამიზნობრივი ჩარიცხვა „სითი პარკისთვის“. აქ საუბარია 2 მილიონამდე ლარზე“, - განაცხადა შოთაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
ისრაელის პრეზიდენტმა გადი აიზენკოტს დაავალა მთავრობის ფორმირება
აქცია ვეკუას სკოლასთან
Bloomberg - ევროპამ უარი თქვა რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნების განხილვაზე მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics