2020-02-17 15:16:54, 1721 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებმა წითელი ნაფეხურები დატოვეს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებმა წითელი ნაფეხურები დატოვეს.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ეს ნაფეხურები აღნისნავს იმას, რომ „ირაკლი შოთაძის გზა, ერთი ვადიდან მეორეზე არის სისხლით მოსვრილი“.
აქტივისტები გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის მოსალოდნელ დანიშვნას აპროტესტებენ.
ამაჟამად, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,